logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე ავსტრიელ კოლეგას კარლჰაინც კოპფს შეხვდა
- +

21 ნოემბერი. 2022. 14:07

 

 

 

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს და ავსტრიის სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანს კარლჰაინც კოპფს შეხვდა.

 

საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას ავსტრიის ელჩი საქართველოში  თომას მიულმანი, ავსტრიის კონსული სავაჭრო საკითხებში, გერჰარდ ლაკნერი და საქართველოს ელჩი ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიას შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის  საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო-ეკონომიკური  თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.     

 

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობები უკვე წლებია დინამიურად ვითარდება და თანამშრომლობა ყველა სფეროს მოიცავს.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ავსტრიული ბიზნეს წრეების მხრიდან კიდევ უფრო გაიზრდება აქტივობები და ინვესტიციები საქართველოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner