თურქეთის ქალაქ ჯიზრეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის რეჯეპ აქდაგის განცხადებით, ყველა დაღუპული სამართალდამცველია. დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა 78-მდე, აქედან 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
დღეს დილით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯიზრეში, პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.