„ალიანსი ავტორიტარიზმს გამეფების უფლებას არ მისცემს. ალიანსი უფლებას არ მისცემს ბატონ ვლადიმერ პუტინს დემოკრატია დაამარცხოს“, - ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ჯერალდ კონოლიმ განაცხადა. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის დანაშაულების გამოძიების მიზნით სპეციალური ტრიბუნალი უნდა შეიქმნას.
„უკრაინელები ყოველდღე იბრძვიან დემოკრატიული ფასეულობებისა და მათი მომავლისთვის. ჩვენ მათ გვერდით უნდა დადგეთ, მხარი უნდა დავუჭიროთ, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ეს ომი და ჩვენ ასეც მოვიქცევით. ასამბლეა არასოდეს აღიარებს რუსეთის ნებისმიერი არალეგალური ანექსიის მცდელობას. ყირიმი უკრაინაა, დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე უკრაინაა. ხერსონის თავზე ამჟამად უკრაინის დროშა ფრიალებს, რადგან ისიც უკრაინაა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვლადიმერ პუტინმა კრიმინალური ომის ესკალაცია კიდე ერთხელ მოახდინა განუწყვეტელი დაბომბვებს საშუალებით. თავდასხმები ხორციელდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ ყველაფერს ომის დანაშაულებამდე მივყავართ. სესიის დროს რეკომენდაცია გავეცით, რუსეთმა საკუთარ დანაშაულებზე პასუხის აგოს, მათ შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა იგულისხმება, რათა აღნიშნული საქმე გამოძიებული იყოს. გამოძიებული იყოს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და შესაძლო გენოციდი. ჩვენ ასევე უკრაინას ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაში უნდა დავეხმაროთ“, - განახადა კონოლიმ.