logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: „ხალხის ძალას“ გულწრფელად სურს, ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებული ძალა არასამთავრობო სექტორის ფორმატში დააბრუნოს
- +

21 ნოემბერი. 2022. 18:03

 

„ხალხის ძალას“ გულწრფელად სურს, ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებული ძალა არასამთავრობო სექტორის ფორმატში და აგენტოკრატიის ველიდან კონსტიტუციურ, დემოკრატიულ თამაშის წესებთან დააბრუნოს“, - ამის შესახებ Postv-ის გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში” „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის ნაწილი იმიტომ იწუნებს მთავრობის მიერ შემუშავებულ დეოლიგარქიზაციის კანონს, რომ საკუთარ დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდა.

ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო გამოცდილებას. ერთ-ერთი გამოცდილება, დეოლიგარქიზაციის ხაზით, დაგვიწუნეს, რამეთუ, საბოლოო ჯამში, საკუთარ დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდნენ. ეს ხომ მათი რეკომენდაცია იყო ევროსაბჭოსადმი, რომ ერთ ადამიანზე მორგებული ჩანაწერი გაჩენილიყო იმ 12 ხაფანგში და არა - რეკომენდაციაში. საბოლოო ჯამში, ჩვენ გადმოვიღეთ პრეცედენტული კანონი, რომლის მსგავსი მეორე კანონი დედამიწის ზურგზე არ არსებობს, რომელიც თავიდანვე მოიწონეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა უკრაინაში, ვენეციის კომისიაზე აღარაფერს ვამბობ... ამ კანონის მოფიქრებით და ტექსტით მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ ამაყობდა. ახლა უბრალოდ, საკუთარი ბელადის წინააღმდეგ მიდიან“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner