უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, მიგრანტების ნაკადის შესაჩებლად უნგრეთი სერბეთის საზღვარზე მეორე ღობეს ააშენებს.
მისი ინფორმაციით, მეორე ღობე უკვე არსებული ღობის გასწვრივ აშენდება.
„ჩვენ ვაპირებთ უფრო მასშტაბური დამცავი სისტემის აგებას", - განაცხადა ორბანმა.
უნგრეთმა პირველი ღობე სერბეთის საზღვარზე 2015 წელს ააშენა.