logo_geo
eng_logo
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ღია კარის პოლიტიკისა და უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას აფიქსირებს
- +

21 ნოემბერი. 2022. 22:35

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს მიღებულ რეზოლუციაში ნატოს ღია კარის პოლიტიკისა და უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას აფიქსირებს.

ასამბლეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, გააგრძელონ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას.

რეზოლუცია ასევე აფიქსირებს ურყევ მხარდაჭერას ნატოს ღია კარის პოლიტიკისა და უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner