logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილთან და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, კორეაში იმყოფებოდა
- +

22 ნოემბერი. 2022. 13:12

 

 

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსთვის ტექნიკური მხარდაჭერის ინიციატივები განიხილეს, მათ შორის, ოფიციალური განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში (ODA) ჩართვის შესაძლებლობა, რაც კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან 6 მილიონ დოლარამდე დაფინანსებასაც გულისხმობს. ოფიციალური განვითარების დახმარების პროგრამა (ODA) სახელმწიფო დახმარების პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, წლების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე, რაც ფინანსური მხარდაჭერის გარდა, საუკეთესო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დანერგვას გულისხმობს.

 

აღსანიშნავია, რომ, რამდენიმე თვის წინ, კორეის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით მართვას, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და კონსერვაციას ითვალისწინებს.

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) შორის, ბოლო წლების განმავლობაში, მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის, ალგეთის ეროვნულ პარკში მოეწყო საქართველო-კორეის ეროვნული პარკების ერთობლივი ფოტო-გამოფენა; კორეის ეროვნულმა პარკებმა საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 200 რაცია გადმოსცა, რეინჯერთა პატრულირების გაუმჯობესების მიზნით. ამ და სხვა ღონისძიებებმა საფუძველი ჩაუყარა ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს გარემოს დაცვის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობისთვის ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner