კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრემერი ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში და ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე.
„როგორ საქართველოზე და ვის სანქციებზე ზრუნავთ დევიდ კრემერი და თქვენ, გასაგებია. ამაზე კომენტარს რომ არ აკეთებთ, ესეც.
რომელი ჯორჯ ბუშის გლობალური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორია დ.კემერონი, უფროსის თუ უმცროსის, ამის კომენტარი თუ შეიძლება ქალბატონო ელჩო?“ - წერს ხაინდრავა Twitter-ზე.