logo_geo
eng_logo
ვენეციის კომისია ჯერ კიდევ იანვარში აცხადებდა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე დასკვნის პროექტი მზად არის და კომისიას დასამტკიცებლად მიმდინარე წლის მარტის სესიაზე უნდა წარდგენოდა
- +

22 ნოემბერი. 2022. 16:26

 

 

ვენეციის კომისია ჯერ კიდევ იანვარში აცხადებდა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე დასკვნის პროექტი მზად არის და კომისიას დასამტკიცებლად მიმდინარე წლის მარტის სესიაზე უნდა წარდგენოდა.

 

„ვენეციის კომისიის ბიურომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის თავიდან აცილების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან პოლიტიკური წონის მქონე პირების (ოლიგარქების) გადამეტებულ ზემოქმედებასთან, განსახილველად და მისაღებად წარდგენილი იქნება 130-ე პლენარულ სესიაზე (2022 წლის 18-19 მარტი)“, - წერია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა კი თქვა, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.

 

თუმცა, ელჩის განცხადების მიუხედავად, უკრაინის მიერ გაგზავნილი კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner