logo_geo
eng_logo
კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, ვისაც Instagram-ზე 500 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს
- +

22 ნოემბერი. 2022. 16:40

 

 

პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, ვისაც Instagram-ზე 500 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამომწერთა რაოდენობით მეორე ადგილზე არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესია (376 მილიონი), მესამეზე კი მოდელი კაილი ჯენერი (372 მილიონი). ლიდერთა ხუთეულში ასევე მოხვდნენ მომღერალი სელენა გომესი (357 მილიონი) და მსახიობი დუეინ ჯონსონი (347 მილიონი).

 

გასული დღეების განმავლობაში რონალდუმ საზოგადოების ყურადღება „მანჩესტერ იუნაიტედის“ მენეჯმენტის კრიტიკის გამო მიიპყრო, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კი პორტუგალიელი მესისთან ერთად Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner