logo_geo
eng_logo
სპარსეთის ყურეში ამერიკულმა გემმა ირანული კატარღის მოახლოებისას გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა
- +

26 აგვისტო. 2016. 14:35



ტელეკომპანია CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპარსეთის ყურეში  აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საპატრულო გემმა „სქვოლმა" ირანული სამხედრო კატარღის მოახლოებისას სამი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.



ტელეკომპანიის ცნობით, ირანული კატარღა ამერიკულ და ქუვეითურ ხომალდებს 200 მეტრის მანძილზე მოუხალოვდა. სიტყვიერი შეტყობინების მიუხედავად, კატარღა უსაფრთხო მანძილზე არ გაწეულა, რის შემდეგაც „სქვოლმა" წყალში გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა.



ანალოგიური ინციდენტი 24 აგვისტოს ორმუზის სრუტეშიც მოხდა. მაშინ „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის" კუთვნილი ოთხი კატარღა ამერიკულ ხომალდს „ნიტცეს" მიუახლოვდა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner