ტელეკომპანია CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საპატრულო გემმა „სქვოლმა" ირანული სამხედრო კატარღის მოახლოებისას სამი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
ტელეკომპანიის ცნობით, ირანული კატარღა ამერიკულ და ქუვეითურ ხომალდებს 200 მეტრის მანძილზე მოუხალოვდა. სიტყვიერი შეტყობინების მიუხედავად, კატარღა უსაფრთხო მანძილზე არ გაწეულა, რის შემდეგაც „სქვოლმა" წყალში გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა.
ანალოგიური ინციდენტი 24 აგვისტოს ორმუზის სრუტეშიც მოხდა. მაშინ „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის" კუთვნილი ოთხი კატარღა ამერიკულ ხომალდს „ნიტცეს" მიუახლოვდა.