logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა
- +

22 ნოემბერი. 2022. 18:19

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის პრეზიდენტ ანდერ გილს შეხვდა.

 

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ესპანეთის თანამშრომლობა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი, რაც საპარლამენტო, კულტურული, ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების კარგი შესაძლებლობაა.

 

შალვა პაპუაშვილი ანდერ გილს ევროკავშირის და ნატოს წევრობის კუთხით საქართველოს პროგრესზე ესაუბრა.

 

სენატის პრეზიდენტმა  ევროკავშირში საქართველოს წევრობის მხარდაჭერის მზაობა გამოხატა და შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner