logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს: ვის უყვარს საქართველო დევიდ კრამერს? იმ კრამერს ხომ არა, რომელიც საქართველოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმას სთავაზობს ნატოს წევრობის საპირწონედ?
- +

22 ნოემბერი. 2022. 18:47

 

 

„ვის უყვარს საქართველო, დევიდ კრამერს? კრამერს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს საქართველოში სიტუაციის არევას? იმ კრამერს ხომ არა, რომელიც თურმე რაღაც ერთობლივ ღონისძიებებს ატარებს კიდევ ერთ საქართველოზე ძალიან "შეყვარებულ" ფოტიგასთან ერთად?“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის ელჩის განცხადებას დევიდ კრამერის შესახებ, რომლის თანახმად დეგნანმა აღნიშნა, რომ მას არ სურს დევიდ კრამერის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა, ამბობს, რომ კრამერი კერძო პირია, რომელიც დაფასებულია აკადემიურ წრეებში და ზრუნავს საქართველოზე.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, კრამერი საქართველოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმის სანაცვლოს სთავაზობს ნატოს წევრობას.

 

„იქნებ, სულ არ გააკეთოთ კომენტარი? ასეთ კომენტარს ნამდვილად აჯობებს! ვის უყვარს საქართველო, დევიდ კრამერს? კრამერს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს საქართველოში სიტუაციის არევას? იმ კრამერს ხომ არა, რომელიც თურმე რაღაც ერთობლივ ღონისძიებებს ატარებს კიდევ ერთ საქართველოზე ძალიან „შეყვარებულ“ ფოტიგასთან ერთად? იმ კრამერს ხომ არა, რომელიც საქართველოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმას სთავაზობს ნატოს წევრობის საპირწონედ? იმ კრამერს ხომ არა მინიმუმ თვეში ერთხელ რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად ერთ განცხადებას აკეთებს? მაინცდამაინც არც მის ამერიკულ თუ ევროპულ აკადემიურ წრეებში დაფასებულობის შესახებ გვსმენია, რამე რომ არ მოგატყუოთ!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner