logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტს ლატვიის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
- +

26 აგვისტო. 2016. 14:47



საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ლატვიის რესპუბლიკის ახალდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში  იანის ზლამეცმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.



სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა იანის ზლამეცთან შეხვედრა გამართა.



მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.



ლატვიის ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.



ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის კულტურული და რეგიონული კავშირების მნიშვნელობა.



მხარეებმა ხაზი გაუსვეს უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობას.



საქართველოს პრეზიდენტმა  საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner