ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 268-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ათასზე მეტი მოქალაქე, ხოლო დაკარგულად ითვლება 151 ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს მეწყრული პროცესი და რთული რელიეფი აძნელებს.
მიწისძვრა იავას დასავლეთ ნაწილში ჩიანჯურის ქალაქთან ახლოს, ჯაკარტიდან კი 45 მილის დაშორებით, 21 ნოემბერს ადგილობრივი დროით 13:21 საათზე მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაშიც, რომელიც ეპიცენტრიდან 100 კილომეტრშია.