სწორედ კრემლის სახელმძღვანელოდან არის გადმოღებული ის, რასაც აშშ-ის ელჩი დეგნანი აკეთებს, როდესაც უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ს ელჩის განცხადებას დევიდ კრამერის შესახებ. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს ელჩის საქმე არ არის საქართველო დეოლიგარქიზაციაზე რა კანონს მიიღებს და როგორ.
„კრემლიდან სწორედ ასეთ დირექტივებს იღებდა მათი დანიშნული „ცეკას“ მეორე რუსი მდივანი საქართველოში - ეკონტროლებინა ყველაფერი. რა ელჩის საქმეა საქართველო დეოლიგარქიზაციაზე რა კანონს მიიღებს და როგორ“, - წერს ანჯაფარიძე.
ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრებზე სანქციების დაწესებას ითხოვს. „მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ამ საკითხზე საუბრისას.