logo_geo
eng_logo
ოპოზიციამ ის ტოტი მოჭრა რომელზედაც ზის - დავით ჩიხელიძე
- +

22 ნოემბერი. 2022. 22:26

 

დეოლიგარქიზაციის კანონი ოპოზიციისთვის იმდენად არასასურველი აღმოჩნდა, რომ საქმეში კელი დეგნანის სახით მძიმე არტილერია ჩაერთო. ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა საქართველოში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას, პრეცედენტად კი უკრაინული კანონი მოჰყავდა. მთავრობამ გადმოიტანა უკრაინული მოდელი, რომელიც ქართულ რეალობასთან ადაპტირებულია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული კანონი ოპოზიციას სათანადოდ არ ჰქონდა შესწავლილი, რადგან ის პირდაპირ, ოპოზიციის დამფინანსებლებს ესადაგება“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ივანიშვილის დასანქცირება საზოგადოებაში დასავლეთის მიმართ პოლარიზების ზრდას გამოიწვევს, რაც ჩვენი პარტნიორებისთვის კომფორტული მოცემულობა არ უნდა იყოს.

მისივე თქმით, ოპოზიცია საბჭოთა კავშირის დროინდელი ბინძური მეთოდებით მოქმედებს:

ღიად ვთქვათ, ოპოზიციამ ის ტოტი მოჭრა რომელზედაც ზის, იმ ხელს უკბინა, რომელი ხელიდანაც საჭმელს ჭამს.
ოპოზიციამ და კელი დეგნანმა კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა ითხოვეს. როგორც ვაშაძე ჯუნიორმა განაცხადა „უკრაინა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მის მიერ მიღებულ კანონზე დასკვნას ვენეციის კომისიისგან არ ელოდება და საკითხი უკრაინასთან მიმართებაში დღის წესრიგიდან მოხსნილია“. თუ უკრაინა კანონთან დაკავშირებით დასკვნას არ ელოდება, საქართველოსთვის რატომ არის აუცილებელი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მოსმენა? აღნიშნული ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიცია, არამედ პარტნიორად წოდებული ქვეყნების წარმომადგენლები ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდნენ, მიზანს ბიძინა ივანიშვილის სანქცირება წარმოადგენს. სამწუხაროდ დღეს მოსაუბრე ადამიანები არად აგდებს საქართველოს მოსახლეობას, რომლის დიდი ნაწილიც ივანიშვილის სახით ქველმოქმედს იცნობს. ივანიშვილის დასანქცირება საზოგადოებაში დასავლეთის მიმართ პოლარიზების ზრდას გამოიწვევს, რაც ჩვენი პარტნიორებისთვის კომფორტული მოცემულობა არ უნდა იყოს. ჩემი კეთილი რჩევა პარტნიორებს, შეეშვით ბიძინა ივანიშვილის, მასთან ბრძოლით თქვენ ქართველ ხალხს და ჩვენს ისტორიულ დასავლურ კურსს ებრძვით! თქვენ წესების გარეშე, საბჭოთა კავშირის დროინდელი ბინძური მეთოდებით მოქმედებთ!“, - წერს ჩიხელიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner