"რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებას დღეს წარადგენს. კორესპონდენტის ინფორმაციით, განცხადებას ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი საღამოს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ბრიუსელში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.
"ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში ავრამოპულოსს დღეს, 17:30 საათზე, ბრიუსელში ექნება პრესკონფერენცია, სადაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინადადებას გამოაცხადებს", - წერს ჟურნალისტი.