logo_geo
eng_logo
ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას დღეს წარადგენს
- +

9 მარტი. 2016. 16:06


"რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებას დღეს წარადგენს. კორესპონდენტის ინფორმაციით, განცხადებას ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი საღამოს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ბრიუსელში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.


"ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში ავრამოპულოსს დღეს, 17:30 საათზე, ბრიუსელში ექნება პრესკონფერენცია, სადაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინადადებას გამოაცხადებს", - წერს ჟურნალისტი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner