logo_geo
eng_logo
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ევროპაში შეიარაღების კონტროლის გაძლიერების ინიციატივით გამოდის
- +

26 აგვისტო. 2016. 15:07



გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ევროპაში იარაღის კონტროლის შესახებ ახალი შეთანხმენის გაფორმების ინიციატივით გამოვიდა.



გამოცემა  „Frankfurter Allgemeine Zeitung"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არსებობს საშიშროება, რომ ევროპაში შეიარაღების ახალი რბოლა დაიწყოს.



მისი თქმით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ ევროპაში უსაფრთხოების მთავარი პრინციპები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ყირიმის ანექსიის შემდეგ გაჩნდა კონფრონტაციის ახალი ფორმები და გაიზარდა ახალი ტექნოლოგიების როლი.



შტაინმაიერის განცხადებით,, საჭიროა შეიარაღებაზე კონტროლის ახალი ზომების ამოქმედება.


ფრანკ-ვალტერ შტაინამიერი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობებში საჭიროა დაშინების პოლიტიკის დიალოგთან შეთავსება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner