logo_geo
eng_logo
სამართალდამცველებმა ხარაგაულში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
- +

23 ნოემბერი. 2022. 12:14

 

 

სამართალდამცველებმა ხარაგაულში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია - 1978 წელს დაბადებული ჯ.ს.

 

რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულ მეორე პირს, მისი ვინაობა დადგენილია. სამართალდამცველები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner