ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბიორნ იაგლანდმა გერმანულ გამოცემა „Die Welt"-ს განუცხადა, რომ ევროსაბჭო თურქეთს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებაში დაეხმარება.
„ევროსაბჭოს ექსპერტები უახლოეს დღეებში შეხვდებიან თურქეთის ხელისუფლებას, რომ გამართონ კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიცვან ამბოხის მცდელობასთან კავშირში ბრალდებულთა უფლებები. ეს საჭიროა იმისთვის, რომ თურქეთში სასამართლო პროცესები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს", - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ევროპულ ქვეყნებს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით თავშეკავებული რეაქციებისკენ მოუწოდა.