ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ბაგრატიონის ქუჩაზე გამოიცვალა გრუნტი და მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სანიაღვრე და განათების სისტემის, დეკორატიული ფილების, ასფალტის საფარის მოწყობა.
ბათუმში ამ ეტაპზე მიმდინარეობს 15-მდე ქუჩის რეაბილიტაცია, დასრულების ეტაპზეა ფარნავაზ მეფის, კობალაძის ქუჩების კეთილმოწყობა. ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ეწყობა მთავარი და მეორეხარისხოვანი ქუჩები.
ბათუმში აქტიურად ფაზაშია როგორც საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე სკვერების, მოედნების კეთილმოწყობა, სოციალური სახლებისა და ბაღების მშენებლობა.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასევე გაეცნენ პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები.