“მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო და როგორც სახელმწიფო, რომელიც ტერორიზმის საშუალებებს იყენებს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს ყველა დონეზე და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, რათა დაასრულოს თავისი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა მან.