logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა ლაშა ბუღაძეს და პეტრე ცაავას: არ არის ძნელი გამოსაცნობი, რა პასუხს იმსახურებთ მამის შეურაცხყოფისთვის
- +

23 ნოემბერი. 2022. 20:08

 

სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პასუხობს ლაშა ბუღაძისა და პეტრე ცაავას მხრიდან გაკეთებულ ჩვენი პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

ამ ორი ავი სულის გასაგონად! უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიილია II არის ჩვენი სულიერი მამა. ყველაზე საყვარელი და პატივცემული ადამიანი. რას ვფიქრობთ თქვენზე იცით. არ არის ძნელი გამოსაცნობი. არც ის, რა პასუხს იმსახურებთ მამის შეურაცხყოფისთვის“.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაბადების დღე მიულოცა რუსეთის პატრიარქს, რის შემდეგაც ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფით სახელგანთქმულები მორიგჯერ გააქტიურდნენ.

„...ანტიქრისტეს ეკლესია კგბ-ს ვეტერანის ცოცხლად ხრწნის აღმნიშვნელ თარიღს ზეიმობს... მორიგი გიორგობა დადგა, მაგრამ ჩვენთან ჯერაც ვერ დასცა გველეშაპი წმინდა გიორგიმ“, - წერს ბუღაძე.

პეტრე ცაავას მიერ გავრცელებული განცხადებით კი, რუსეთის პატრიარქისათვის დაბადების დღის მილოცვა არის „უთავმოყვარეობა, უპრინციპობა, ანტიქრისტიანობა და ანტისახელმწიფოებრიობა“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner