უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა დღევანდელი სარაკეტო დარტყმებით დაადასტურა, რომ ის ტერორისტული სახელმწიფოა.
თავის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები გაუმკლავდებიან შექმნილ ვითარებას.
„დღეს ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. მადლობა ყველა ევროპელ პარლამენტარს. შემდეგ კი რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ეს სიმართლეა, როდესაც ჩვენს ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკაზე იერიში მიიტანა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ფუნქციონირების აღსადგენად.