logo_geo
eng_logo
მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა
- +

23 ნოემბერი. 2022. 21:51

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თამარ სხირტლაძე 1929 წელს, ლაგოდეხში დაიბადა. 1949 დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. შემდგომში კი გახდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მონაწილეობდა ისეთ სპექტაკლებსა და ფილმებში როგორებიცაა: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და „ნუცას სკოლა“. თამარ სხირტლაძემ სცენაზე 70 წელი გაატარა და ქართულ კინოსა და თეატრში უხუცეს მსახიობად ითვლება.

2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას მიენიჭა „წლის პერსონის“ წოდება.

მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი“ თანაგრძნობას უცხადებს თამარ სხირტლაძის ოჯახს და ახლობლებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner