გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ზამთრის სეზონისთვის გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია.
„ეს [ენერგეტიკული უსაფრთხოება] გარანტირებულია, რადგან გერმანიის მთავრობამ გაბედული ნაბიჯები გადადგა და ასევე იმის გამო, რომ ოჯახები და კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგიას ზოგავენ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
„არაფრის კეთება ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა. ამიტომ ვახორციელებთ ენერგეტიკისა და სავაჭრო პოლიტიკის ნაკლოვანებათა აღმოფხვრას, რამაც მიგვიყვანა ცალმხრივ დამოკიდებულებამდე რუსეთსა და კონკრეტულად ჩინეთზე“, - განაცხადა მან.