რუსეთის სარაკეტო დარტყმების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა.
„რუსეთის დღევანდელი სარაკეტო დარტყმის შემდეგ, გაეროში ჩვენს ელჩს დავავალე, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება ტერორისტული აქტებია. უკრაინა კვლავ ითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე რეაგირებას ამ დანაშაულებზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.