მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა ვერ ენდობა რუსეთის რეჟიმს, რომელიც ზოგს კლავს, ზოგს კი სინათლისა და სითბოს გარეშე ტოვებს.
„რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში ჩაძირა. უკრაინაში რუსეთის ომი კლავს ხალხს, ანადგურებს სახლებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რეჟიმს, რომელიც გვტოვებს სინათლისა და სითბოს გარეშე, რომელიც განზრახ კლავს ადამიანებს მხოლოდ იმისთვის, რომ განზრახ კლავს ადამიანებს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა ხალხი გაჭირვებაში და დამცირებული ამყოფოს. რაც არ უნდა რთული იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვას მომავალი გზა თავისუფალი სამყაროს მიმართულებით უნდა იყოს“, - განაცხადა მაია სანდუმ.
დღეს მოლდოვის ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი მასიური სარაკეტო თავდასხმის გამო.