სააგენტო ANSA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში 27 აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. სააგენტოს ცნობით, ხვალ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართება.
ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო დაწესებულების შენობაზე სახელმწიფო დროშას დაუშვებენ.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 267 ადამიანი დაიღუპა, თითქმის 400 ჰოსპიტალიზებულია.