logo_geo
eng_logo
იტალიაში 27 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
- +

26 აგვისტო. 2016. 15:49



სააგენტო ANSA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში 27 აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. სააგენტოს ცნობით, ხვალ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართება.


ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო დაწესებულების შენობაზე სახელმწიფო დროშას დაუშვებენ.



ბოლო მონაცემებით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 267 ადამიანი დაიღუპა, თითქმის 400 ჰოსპიტალიზებულია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner