logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი ვიზიტით მოლდოვას ეწვევა
- +

24 ნოემბერი. 2022. 11:25

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დღეს ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკას ეწვევა.

 

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

ილია დარჩიაშვილი შეხვდება მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრს ნიკუ პოპესკუს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც გაკეთდება მინისტრების განცხადებები პრესასთან.

 

ქალაქ კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, განხილული იქნება საქართველო-მოლდოვას ორმხრივი პარტნიორობის საკითხები, საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ კუთხით ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner