logo_geo
eng_logo
მანიკა ტოგონიძე: სურვილი გამიჩნდა, დავწერო...
- +

26 აგვისტო. 2016. 15:50


 

თქვენ არ გინახავთ ურეკი 6 წლის წინ, წელს რომ ჩავედი, სასიამოვნო გაკვირვება მქონდა", - წერს მანიკა ტოგონიძე სოციალურ ქსელში.

 

 

დიდი სტატუსების წერით და ვინმეს დაცვით მე არ გამოვირჩევი, მაგრამ ახლა სურვილი გამიჩნდა, დავწერო...

ბოლო პერიოდში ხშირად მესმის ურეკის შესახებ, როგორი ცუდია, როგორი სიბინძურეა, გამოვიქეცდა ა.შ. ხალხნო და ჯამაათნო, 6 წელზე მეტია, არცერთი წელი არ გამომიტოვებია, ურეკში ვისვენებ... თქვენ არ გინახავთ ურეკი 6 წლის წინ, გზაზე მანქანით კი არა, ფეხით გადაადგილება ჭირდა, წელს რომ ჩავედი, სასიამოვნო გაკვირვება მქონდა, ისეა მოწესრიგებული გზის საფარი... დაბინძურებულია? 7 საათზე ზღვის ნაპირზე გავდივარ ყოველთვის და სილაში დავდივარ ფეხშიშველი, მეათე დღეს ლამის დავემშვიდობეთ ერთმანეთს მე და დასუფთავების სამსახური... თუ ხელით, თუ სპეცტექნიკით სუფთავდებოდა სანაპირო... ეს ხალხი, რა გგონიათ, ზღვაში შევა და ჩვენს მიერ დატოვებულ ჰიგიენურ საფენებს და პამპერსებს ზღვიდან გამოიტანს? სხვებს ნუ ვადებთ ხელს, ჯერ ის ვისწავლოთ, რომ ზღვაში მოსა...მელად და საფენების შესაცვლელად არ უნდა შეხვიდე და მერე ვისაუბროთ სხვა დანარჩენზე...

რაც შეეხება ბანკომატების პრობლემას, 10 წლის წინ საერთოდ არ გვქონდა პლასტიკური ბარათები, თუმცა მშვენივრად ვიხდიდით რესტორნებშიც და მაღაზიებშიც...

სიძვირეს რაც შეეხება: ძალიან ბევრი არაქართველი ისვენებს იქ და ერთ-ერთ მათგანს ვკითხე, რატომ ურეკი-თქო და მიპასუხა, აქ ბევრად იაფი გვიჯდება დასვენება, ვიდრე ჩვნთან და თან ჯანმრთელობისთვის მაგნიტური ქვიშა სასწაულიაო... ოდა, ხალხნო, დავწყნარდეთ და თუ არ მოგვწონს რამე პრობლემა, ჯერ ჩვენს თავში მოვძებნოთ...

პატივისცემით, ერთი ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე (გურული არ ვარ, არც ურეკთან მქვს რამე შეხება, უბრალო დამსვენებლი ვარ)", - წერს მანიკა ტოგონიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner