logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურსა და მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

24 ნოემბერი. 2022. 13:34

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ და მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდადებულებისთვის საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ, ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. სასწავლო კურსი 9 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდება და პირველ ეტაპზე, პროგრამაში 100-ზე მეტი მსჯავრდადებული ჩაერთვება.

 

შემოსავლების სამსახურისა და მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 14 მსჯავრდადებულის მიმართ, მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების პროცედურები განახორციელეს. სტატუსი მსჯავრდადებულებს შესაძლებლობას აძლევს, მათ მიერ ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციით (მაღაზია „რე-მარკეტში“) მიღებული შემოსავალი არ დაბეგრონ და ისარგებლონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით. იხ. ბმული: https://www.rs.ge/PersonsPreferentialTax?cat=1&tab=1

 

 

ამასთან, მიკრო ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით მსჯავრდადებულები გათავისუფლების შემდეგაც ისარგებლებენ.

 

შემოსავლების სამსახურში მსჯავრდადებულებზე მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების პროცესი 2016 წლიდან მიმდინარეობს და ინიციატივის ფარგლებში, აღნიშნული სტატუსი უკვე 66 მეწარმე სუბიექტი სარგებლობს.

 

შემოსავლების სამსახურში გამართულ ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა კილაძე, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner