logo_geo
eng_logo
შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალს გურია უმასპინძლებს
- +

26 აგვისტო. 2016. 15:52



გურიაში  1, 2 და 3  სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება, რომლის თანაორგანიზატორი გურიის სამხარეო ადმინისტრაცია გახლავთ. ფესტივალი წელს პირველად „Chek in Georgia"-ს ფარგლებში ტარდება.


ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ავთანდილ სურგულაძემ, გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პრესკონფერენცია გამართა.


„ეს არის პროექტი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ ჰქონია. მსგავსი წამოწყებები ხელს შეუწყობს ფოლკლორული ტურიზმის განავითარებას არამარტო მუნიციპალლიტეტში, არამედ რეგიონშიც", - აღნიშნა გურიის გუბერნატორის მოადგილემ სოსო ერქომაიშვილმა.


ფესტივალში საქართველოს, იტალიის, შვეიცარიისა და თურქეთის ანსამბლები მონაწილეობენ. დიდ ქართულ სცენაზე  4 ქვეყანა, 24 ანსამბლი და 400-მდე მონაწილე ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენენ.


ფესტივალი სამი  დღის განმავლობაში გაგრძელდება, კერძოდ,  1  და 2 სექტემბერს მაყურებლის წინაშე უცხოელი და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები წარსდგებიან, ხოლო 3 სექტემბერს ფესტივალი „Black Sea Arena"-ზე ანსამბლ „სუხიშვილების" ასევე, ქართული და უცხოური ჯგუფების კონცერტით დაიხურება.


შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის ორგანიზატორები არიან კულტურის სამინისტრო, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა იტალიის, თურქეთის და შვეიცარიის საელჩოები, ფონდი „ქართუ".


 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner