რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, BBC-ის რუსული სამსახური წერს.
შემთხვევა ქალაქ კრიმსკში, სავაჭრო ცენტრთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ცნობით, თავმდამსხმელის ჩათვლით, დაიღუპა 4 ადამიანი. სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.