ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა - გულდასაწყვეტია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვა დარბაზი, აქაც იგრძნობა მათი პოლიტიკური კულტურა:
"ჩვენ მოვისმინეთ მათი დემაგოგიური განცხადებები, რომლებიც ტყუილზე და სიცრუეზე არის აგებული. შეიძლება ითქვას, რომ ტყუილი, დემაგოგია და სიცრუე იქცა ერთგვარ სიმბოლოდ "ნაციონალური მოძრაობისთვის". პრემიერ-მინისტრის, პირადად ჩემს მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებებს კონსტრუქციულობაზე, ერთობლივ მუშაობაზე, მე ვფიქრობ, ამ ადამიანებთან არანაირი აზრი არ აქვს. ეს ადამიანები ისევ თავიანთ გზას ადგანან. ეს მათი არჩევანია", -განაცხადა კალაძემ.