გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ნატოს თავდაცვის სისტემების ალიანსის ტერიტორიის გარეთ გამოყენება ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა შეათანხმოს.
მანამდე პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბერლინმა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში უნდა გააგზავნოს და არა პოლონეთში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთს შეუძლია დაეყრდნოს მოკავშირეებს, რომლებიც გვერდში უდგებიან ერთმანეთს. Patriot-ის სისტემები ნატოს ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის ნაწილია, რის გამოც შესაძლებელი გახდა პოლონეთისთვის ამ წინადადების გაკეთება. წინადადებები, რომელიც გადახვევას წარმოადგენს, ნატოსა და ჩვენს მოკავშირეებთან უნდა განვიხილოთ“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.