logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

24 ნოემბერი. 2022. 22:35

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ლუის კაპულას სანტოს შეხვდა.

 

შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროგრესზე. ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ქართულ მხარეს პორტუგალიის გამოცდილება გააცნო და ევროკავშირში წევრობის გზაზე პორტუგალიის მხარდაჭერა დააფიქსირა.

 

შეხვედრებზე მიმოიხილეს რუსეთის ომი უკრაინაში და მისი გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, აგრეთვე, განვითარებები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად,  ლევან იოსელიანი,  დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner