logo_geo
eng_logo
შპს „რაგბი ტვ“-მ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა
- +

26 აგვისტო. 2016. 16:19



საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „რაგბი ტვ"-ს მოთხოვნა და კომისიის უწყებრივ რეესტრში მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად დაარეგისტრირა.


კომპანია კერძო სპეციალიზებული (სპორტული) ტელემაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან გეგმავს. „რაგბი ტვ" დღე-ღამეში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე  14 საათი იმაუწყებლებს. გავრცელების ტექნოლოგია საკაბელო ქსელის და ინტერნეტ ტექნოლოგია ექნება.


კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია  კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner