logo_geo
eng_logo
ვალერი გელბახიანი: დიდი სიფრთხილე მართებს ყველას, პირველ რიგში კი - ხელისუფლებას!
- +

26 აგვისტო. 2016. 16:28



ყოფილი პარლამენტარი და იურისტი ვალერი გელბახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში სახელმწიფოს დესტაბილიზაციის შესაძლებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ არჩევნებზე უფრო საშიში, მისი შემდგომი პერიოდია. აქვე დასძენს, რომ სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.

 

„არჩევნებზე უფრო საშიში არჩევნების შემდგომი პერიოდია. არ მინდა, ნეგატიური სურათი დავხატო, მაგრამ არის საფრთხე, რომ სიტუაცია მეორე ტურში აირიოს. თუ „ოცნება" უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, პირველი და მეორე ტურის შუალედში ქვეყანას ხელისუფლება არ ეყოლება და შესაძლოა, ძალაუფლება სხვა ძალებმა აიღონ ხელში. ასე რომ, დიდი სიფრთხილე მართებს ყველას, პირველ რიგში კი - ხელისუფლებას!" - აცხადებს ვალერი გელბახიანი „ასავალ-დასავალთან" საუბარში.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner