logo_geo
eng_logo
„პოლიტიკო“: ევროკავშირი აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე ომიდან ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს
- +

25 ნოემბერი. 2022. 13:02

 

 

ევროკავშირი აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე ომიდან ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა მათ განუცხადა, რომ „ყველაზე მეტ სარგებელს ომისგან აშშ იღებს, რადგან მეტ ბუნებრივ აირს ყიდის, თან ძვირად, აშშ შემოსავალს, ასევე, იღებს იარაღის გაყიდვიდანაც“.

 

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირი აცხადებს, რომ მსოფლიო ახლა ისტორიულ ეტაპზეა, რადგანაც აშშ-ის მიერ ინფლაციის გამო წამოწყებულმა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამამ და ენერგიაზე მაღალმა ფასებმა, ორმაგი დარტყმა მიაყენა ევროპას და საზოგადოებაში ომისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მოწინააღმდეგეთა რიცხვი გაზარდა.

 

„აშშ-ში უნდა გააცნობიერონ, რომ საზოგადოებრივი აზრი ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში იცვლება“, – ამბობს გამოცემასთან საუბარში ევროკავშირის ოფიციალური პირი, რომლის კომენტარს „პოლიტიკო“ ანონიმურად ავრცელებს.

 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში მოუწოდა ვაშინგტონს ევროპის შეშფოთებას პასუხი გასცეს. პოლიტიკოს ცნობით, ევროკავშირში ყველაზე ნეგატიურად შეხვდნენ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებულ ე.წ. მწვანე სუბსიდებისა და ინფლაციის დაძლევისკენ მიმართულ პაკეტებს. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივები უსამართლო პირობებში აყენებს ევროკავშირს და ემუქრება ევროპის მრეწველობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner