პოლონელმა ოლიმპიელმა, რიოს ოლიმპიადის პრიზიორმა პეტრ მალახოვსკიმ თავისი ვერცხლის მედალი სიმსივნით დაავადებული ბავშვის დასახმარებად აუქციონზე გაყიდა.
ამის შესახებ მალახოვსკისმ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
თავად სპორტსმენი კონკრეტულ თანხას არ ასახელებს, თუმცა ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ რიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალი 126 ათას დოლარად გაიყიდა.
მედლის გაყიდვის გეგმის შესახებ მალახოვსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისი თქმით, მან ერთ-ერთი ქალისგან მიიღო წერილი, სადაც ის წერდა, რომ მის 3 წლის შვილს ოლეკს, თვალში ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს.
„რიოში მე ოქროსთვის ვიბრძოდი. ახლა მე ყველას მოვუწოდებ, ვიბრძოლოთ რამე უფრო ღირებულისთვის", - დაწერა მალახოვსკისმ აუქციონის გამოცხადებისას.