იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა და ევროკავშირის 12 - პუნქტიან გეგმაზე და საქართველოს ევროპული არჩევანის პერსპექტივებზე და ისტორიულ ფაქტებზე ესაუბრა.
დავით მათიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე, ნატოსთან ურთიერთობაზე და 12 - პუნქტიანი გეგმის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით პარლამენტის საქმიანობაზე.
„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაიმართოს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების უფრო მეტად ამაღლებას, თუ რატომ კეთდება ცივილიზაციური არჩევანი ევროპის სასარგებლოდ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.