logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ვთხოვ ყველას, იყვნენ კონსტრუქციული, რადგან სამომავლოდ ერთად ვაპირებთ მუშაობს
- +

26 აგვისტო. 2016. 16:59



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში მისვლისას განაცხადა, რომ მზად არის კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ.



„მზად ვარ  კონკრეტული საკითხებზე სასაუბროდ და ვთხოვ ყველას, იყვნენ კონსტრუქციული, რადგან სამომავლოდ  ერთად ვაპირებთ მუშაობს.

საკრებულოში წარმოვადგენ ანგარიშს გარემოს დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯების შესახებ. ჩვენ პირველად მივიღეთ ქალაქში მასობრივი გამწვანების დოკუმენტი, მხოლოდ ამ წლის შემოდგომაზე 79 ათასამდე ხე დაირგვება. შერჩეულია ადგილი, შერჩეულია ნერგები. ასევე, ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით სკვერების გაშენების თაობაზე. გოთუაზე გავაკეთეთ სკვერი. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა საზოგადოებრივ სექტორთან გამხმარი ხეების ჩანაცვლების თაობაზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner