ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პუტინის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული და ბარბაროსული დაბომბვა დაგმო.
„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას და ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა [უკრაინას] მივაწოდოთ გადაუდებელი დახმარება, რომელიც მას სჭირდება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ენერგიისა და გათბობის აღსადგენად და შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმისთვის, რაც ომის დანაშაულს წარმოადგენს.