logo_geo
eng_logo
პარლამენტმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად თემატური მოკვლევა დაიწყო
- +

26 ნოემბერი. 2022. 00:13

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, თემატური მოკვლევა დაიწყო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტში აღნიშნული ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების და ცალკეული საკითხების იდენტიფიცირების მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თერჯოლაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

მინდა, უზარმაზარი მწუხარება გამოვხატო ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი მხრივ, ვანდალიზმი, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადო ტრაგედიაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner