დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ქალაქში ცოტაა გამწვანებული სივრცეები, მაგრამ ეს არ არის არსებული ხელისუფლების ბრალი.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქში ცოტაა გამწვანებული სივრცეები და სკვერები, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი, ჩვენ ხელისუფლებაში რომ მოვედით, ბევრი სკვერი გაჩეხილი და გაყიდული დაგვხვდა.
მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქს მეტი საჯარო სივრცე ჰქონდეს. მათ შორის არის დიღომში, ასევე ავჭალაში, ასეთი მოქმედებები გაგრძელდება ქალაქში.
ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მაღალი იყო საზოგადოებრივი ინტერესი ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.